სიახლეები

















მე ვარ ნინო გამყრელიძე, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე მაქსიმალურად ხარისხიანად შევასრულო. ბლოგზე თქვენ იხილავთ ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებსა და სხვადასხვა სასწავლო აქტივობას. იმედია, მოგეწონებათ და კომენტარებსაც არ დაიშურებთ!

ბლოგის შექმნის მიზანი:
  • ჩემი, როგორც მასწავლებლის, საქმიანობის აღრიცხვა;
  • ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა;
  • ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების წარდგენა;
  • დაინტერესებულ პირთათვის საინტერესო სასწავლო თუ განმავითარებელი რესურსების შეთავაზება;
  • კოლეგებთან თანამშრომლობა;
  • ჩემი სასწავლო პროექტების პოპულარიზაცია.


საგანმანათლებლო ინოვაციები დღეისათვის  განიხილება, როგორც მთავარი პრიორიტეტი მთელ მსოფლიოში. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება  როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის.  (ეროვნული სასწავლო გეგმა, თავი II. მუხლი 8, თბილისი, 2011 ).  ბლოგი, როგორც  სწავლა-სწავლების  ეფექტური საშუალება დღითიდღე პოპულარული ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რესურსის მაქსიმალური გამოყენება. ადრე ამაზე ვერც კი იოცნებებდა განათლების მუშაკი, რამდენადაც არ იყო კომპიუტერი, არ იყო ინტერნეტი არც სასწავლო დაწესებულებაში, არც სახლში. ახლა ვითარება მკვეთრად შეიცვალა, კომპიუტერი თითქმის ყველა ოჯახშია. ასევე სკოლების ტექნიკური აღჭურვა და ინტერნეტიზაცია (თუმცა აქაც არსებობს პრობლემები) მთელი საქართველოს მასშტაბით თითქმის დასრულდა. ამ ვითარების გათვალისწინებით ახლა უკვე შესაძლებელი ხდება ბლოგების გამოყენება  სხვადასხვა სასწავლო აქტივობების დაგეგმვა-ჩატარებისას. ბლოგების  ჩართვა სწავლა-სწავლებაში ერთის მხრივ (მოსწავლეებში):
ემსახურება დადებითი ემოციური ფონის  შექმნას;
ანვითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს ;
ზრდის  ბავშვის მოტივაციასა და ინდივიდუალურობას;
სწავლებას ხდის მრავალფეროვანს;  მეორეს მხრივ, მასწავლებლებს:
ეხმარება ბავშვის უკეთ გაგებაში, ცოდნისა და უნარების უკეთ შეფასებაში; 
  ეხმარება ეძებოს  სწავლების ახალი, არატრადიციული მეთოდები და ფორმები;
ეხმარება კოლეგებთან თანამშრომლობის ხარისხის ზრდაში; 
ეხმარება  ინოვაციების  გაცნობასა და  ურთიერთგაზიარებაში.  

დადგინდა ბლოგის უპირატესობები: პედაგოგებისთვის:
1. ბლოგი რეფლექსიის შესანიშნავი საშუალებაა. 
2. წერის დროს, როგორც ბრიტანელი მეცნიერი Daniel Chandler ამბობდა, ჩვენ ვიწერებით, ბლოგინგი ჩვენი ფიქრის კრისტალიზების საშუალებას იძლევა. 
3. ბლოგი ფართო აუდიტორიასთან კომუნიკაციის შესანიშნავი საშუალებაა
4. კრიტიკული აზროვნების განვითარების საშუალებაა
5. ბლოგინგი კრეატიულობას, შემოქმედებითობა უწყობს ხელს
6. ბლოგი უკუკავშირის სწრაფი საშუალებაა 7. ბლოგი ცნობისმოყვარეობის გაღვივების კარგი საშუალებაა

ბლოგი ეხმარება  მოსწავლეებს:
1. მონახონ საიტერესო და საჭირო ინფორმაცია
2. შეასრულონ მათი საჭიროებებისადმი მორგებული პრაქტიკული დავალებები
3. შეკითხვებით მიმართონ პედაგოგს გაუგებარ საკითხებზე, ოპერატიულად მიიღონ უკუკავშირი.
4. კომენტარში ასახონ  საკუთარი მოსაზრებები, შეფასებები და დაინახონ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია.
5. გაეცნონ და გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები. 
6. განივითარონ 21- საუკუნის უნარები როგორ ვიყენებ ბლოგებს? გაკვეთილები (ისტ, მსოფლიო კულტურა) ტარდება კომპიუტერულ კლასში. 2006 წლიდან ვიყენებ ბლოგებს, თუმცა მათი აქტიური ჩართვა სწავლა-სწავლებაში ორი წელია რაც დავიწყე, მას შემდეგ, რაც ინტერნეტის გამოყენება სკოლაში შესაძლებელი გახდა.
კომუნიკაცია   ეფექტურია  მოსწავლე-მასწავლებელს, მასწავლებლებსა  და  მოსწავლეებს  შორის, ¾ ესაა  პედაგოგთა და მოსწავლეთა  ურთიერთთანამშრომლობა,  ექპერიმენტები და კვლევები, ურთიერთდახმარება, გამოცდილების გაზიარება ¾ სასწავლო  პროცესი  გრძელდება  დროისა და სივრცის შეუზღუდავად ¾  ხალისიანი, იოლად  აღქმადი, თანამშრომლობითი  გაკვეთილები  ცვლიან  ჩვენ    დამოკიდებულებებს  სწავლისადმი  და  ერთმანეთისადმი. ¾  მოსწავლე  უფრო  კრიტიკულია  საკუთარი  ნაშრომისადმი  და  ცდილობს  მუდმივად  განვითარდეს, ვითარდება 21- საუკუნის უნარები ამგვარად, ბლოგი სწავლა-სწავლების უნივერსალური, ეფექტური  საშუალებაა.
ყველა პედაგოგი და მოსწავლე აცნობიერებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები , მათ შორის ბლოგებიც აუცილებელია ჩართულ იქნას სასწავლო პროცესში, თუმცა მათ გამოყენებას ახლავს პრობლემები, რომლებიც კვლავ უკავშირდება დროის დეფიციტს პედაგოგების მხრიდან, ასევე სათანადო ტექნიკის არამობილურობას (ხშირად დეფიციტსაც კი) სკოლაშიც და სახლშიც. ამ მიმართულებით კომპეტენციების არასათანადო დონეს. 
საჭიროა ყველა პედაგოგს და მოსწავლეს ჰქონდეს საკუთარი კომპიუტერი, რომელსაც სასურველ დროს და სასურველი მიზნით გამოიყენებს. სკოლის ყველა კლასი პროექტორით და ხარისხიანინტერნეტთან შეერთებული კომპიუტერით უნდა იქნეს მოწყობილი. კომპიუტერული კლასის მუდმივი განახლება და მოწესრიგება უნდა ხდებოდეს,  პირდაპირი შედეგიც არ დაიგვიანებს და ბლოგების გამოყენებას სრულად შევძლებთ სწავლა-სწავლებაში. დასკვნა: მას შემდეგ, რაც ვიყენებთ ბლოგებს, მივიღეთ:
გლობალური აუდიტორია;
თვითშეფასების ამაღლება;
ერთმანეთის უკეთ გაცნობა;
საამაყო online სივრცე, უქაღალდო ტექნოლოგი;
ბიძგი ბლოგების უწყვეტი განვითარებისთვის ამგვარად, ბლოგი გახდება განათლების გავრცელებული მეთოდი მომავალში.






Comments

Popular posts from this blog

საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე ცოდნის ათვისების სრულყოფის გზების ძიება