საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე ცოდნის ათვისების სრულყოფის გზების ძიება


ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროების კვლევა
საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე ცოდნის ათვისების სრულყოფის გზების ძიება

რეზიუმე



დღეისათვის საგრძნობლად ამაღლდა საზოგადოების მოთხოვნა სკოლისადმი, სწავლების ხარისხისადმი. სასკოლო განათლების რეფორმის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სწავლების უფრო მაღალი დონის მიღწევა ამ პროცესის ჰუმანიზაციისა და დემოკრატიზაციის საშუალებით. შეცვლილია განათლების პარადიგმა, შემუშავებულია განათლების სტანდარტები, იქმნება ახალი ვარიაციული პროგრამები და სახელმძღვანელოები. პრაქტიკაში ინერგება მოსწავლეთა პიროვნების სრულფასოვანი განათლებისაკენ მიმართული სწავლების ახალი ფორმები და მეთოდები.

ახალი სისტემების მიხედვით სწავლების პრაქტიკა, რომელიც აძლიერებს მასწავლებლისა და მოსწავლის საქმიანობის ინტენსიურ თანამშრომლობას, მოითხოვს ამ პროცესის ორგანიზაციას, მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის მიზანშეწონილ მართვას. ამ პირობების დაცვის გარეშე სასწავლო პროცესის ინტენსიფიკაციას ვერ მივყავართ ეფექტურ შედეგამდე.

გამოყოფილი ამოცანების კომპლექსური გადაწყვეტის გზების ძიებისა და დაგეგმილი შედეგების მიღებისას პედაგოგებმა ყურადღება მიაქციეს სასწავლო პროცესის ტექნოლოგიზაციას. პედაგოგიური მეცნიერება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სასწავლო საგანზე, როგორც სასკოლო განათლების ძირითადი დიდაქტიკური ერთეული. ,,სასწავლო საგნის" ცნებაში საკმაოდ ნათლად ჩამოყალიბდა ტენდენცია არა მარტო ცოდნის გარკვეული ჯგუფისა, არამედ შინაარსის შეტანის შესახებაც, რომელიც ხსნის მისი მიღების პროცესუალურ მხარეს. ნათელი გახდა, რომ სასწავლო საგნის მოდერნიზაცია დისციპლინათშორისი პრობლემაა. იგი მოითხოვს  განათლების ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის მიღწევებზე დაყრდნობას.

წინამდებარე კვლევა შესრულებულია შემეცნებითი საქმიანობის სხვადასხვა მასალაზე დაყრდნობით. მასში საკმაოდ საფუძვლიანად გამოიკვეთა იდეა საგნის ათვისების სისტემური ორიენტირების პრიორიტეტულობაზე. კვლევაში დაყენებულია საკითხი ცოდნის ათვისების შესახებ ტექნოლოგიების გამოყენების დროს, რომლებიც პასუხობენ სისტემურ მოთხოვნებს. მათში საკმაოდ სრულადაა მოცემული პედაგოგიური ტექნოლოგიების კლასიფიკაცია. ახსნილია სწავლებისადმი ტექნოლოგიური მიდგომის პრინციპები, კერძო მეთოდებისა და პედაგოგიური ტექნოლოგიების თანაფარდობა.

კვლევის მიზანია საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე ცოდნის ათვისების სრულყოფის გზების ძიება.

კვლევის ობიექტია თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები.

კვლევის საგანია სწავლების საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიები.

კვლევის ჰიპოთეზა: საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში პედაგოგები მიაღწევენ მოსწავლეთა აზროვნების მაღალ დონეს, მათი შემეცნებითი მოთხოვნილებების სტიმულირებას, თვითაქტუალიზაციასა და თვითდამკვიდრებას, რომელიც სწავლის პროცესში იქნება წარმატებული საგანმანათლებლო მოღვაწეობის მთავარი მაჩვენებელი.

კვლევის მიზანმა, საგანმა და ჰიპოთეზამ საშუალება მოგვცა, ჩამოგვეყალიბებინა კვლევის შემდეგი ამოცანები:

1.  საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე ცოდნის ათვისების სრულყოფის გზების ძიება;

             2. სწავლებისადმი ტექნოლოგიზირებული მიდგომების პრინციპებისა და მიმართულებების დასაბუთება;

3. ტექნოლოგიების დახასიათება: `სასწავლო პორტფოლიო", კონცენტრირებული სწავლება, ცოდნის სრულად ათვისება;

4. საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების ოპტიმიზაციისათვის შემოქმედებითად  გამოყენების რეკომენდაციების შემუშავება.

ჩემი კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველია: სწავლების შემოქმედებითი  თეორიის დებულებები; სისტემური მეთოდოლოგიის შრომები; სწავლების თეორიისა და მასწავლებელთა პრაქტიკულ საქმიანობაში პედაგოგიური ტექნოლოგიების კონსტრუირების მონოგრაფიული გამოკვლევები; აგრეთვე დიდაქტიკური პრინციპების მისაწვდომობა; სწავლების განმავითარებელი ხასიათი; თანამედროვე დიდაქტიკის სხვა ძირითადი პრინციპები და დებულებები.

ინტეგრაციულ მიდგომებთან კავშირში გამოსაკვლევ პრობლემაზე დასმული ამოცანების გადასაწყვეტად და ჰიპოთეზის შესამოწმებლად გამოყენებული იყო ურთიერთშემავსებელი მეთოდების კომპლექსები:

1. სწავლების პროცესის კანონზომიერებების, პედაგოგიური ტექნოლოგიების არსის, მათი შერჩევისა და მიდგომების შესახებ ფსიქო-პედაგოგიური ლიტერატურის რეტროსპექტული ანალიზი;

2. საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების ანალიზი;

3. პედაგოგიური ტექნოლოგიების გამოყენებისას მოწინავე გამოცდილებების შესწავლა და განზოგადება;

4. გამოკითხვა (ანკეტირება, საუბარი);

5. დაკვირვება;

6. პედაგოგიური ექსპერიმენტის მეთოდი.

კვლევა ჩატარდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში.

თეორიულ-მეთოდოლოგიური პოზიციების განსაზღვრისას შედეგებისა და დასკვნების საიმედოობის უზრუნველყოფა მოვახდინე პრობლემის ყოველმხრივი ანალიზით, დიდაქტიკისა და სწავლების მეთოდიკის ფუნდამენტალურ დებულებებზე დაყრდნობით, სწავლების ტექნოლოგიის შერჩევით, სასწავლო პროცესის ადეკვატურად დასმული ოპტიმიზაციის ამოცანებით.

კვლევის მეცნიერული სიახლე და თეორიული მნიშვნელობა მდგომარეობს საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების კონცეპტუალური სქემების შემდგომ განვითარებაში, მოცემული ასათვისებელი საგნის ინვარიანტული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების კონცეპტუალური სქემების დიდაქტიკური ფუნქციების რეალიზაციის შესაძლებლობების გამოვლენაში, სწავლების შინაარსსა და პროცესუალურ მხარეებთან ერთობლიობაში.

კვლევის შედეგების პრაქტიკულ ღირებულებას განაპირობებს ის, რომ საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების კონცეპტუალური სქემები პედაგოგების მიერ შეიძლება, ფართოდ იქნეს გამოყენებული შესაბამისი თავების სწავლებისას ნებისმიერი დონის მოქმედი სასწავლო პროგრამების ჩარჩოებში.

საგნობრივ სწავლებაში პედაგოგიური ტექნოლოგიების დამუშავება და პრაქტიკული გამოყენება გულისხმობს პედაგოგიური ტექნოლოგიების რეალიზაციის ხერხებისა და მათი პროექტირების თეორიული საფუძვლების არსებობას; ზოგადი და კონკრეტული მიზნების ერთობლიობას; მოსწავლეებზე პედაგოგიური ზემოქმედების ხერხებსა და მეთოდებს, დიდაქტიკურ მასალებსა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კომპლექსებს; შეფასების კრიტერიუმებს.

სწავლების საგნობრივ-დისციპლინარული მოდელები, რომლებსაც აქვთ განსაზღვრული საგანმანთლებლო სტრატეგია, ფლობენ მთელ რიგ საერთო მახასიათებლებს: მიზნის დიაგნოსტიკური დაყენება; განათლების შინაარსის დამუშავება დასრულებულ სასწავლო ერთეულებად, ელემენტებად, ბლოკებად და მოდულებად; სასწავლო პროგრამების მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას; ეტაპობრივ ტესტირებას; ათვისების კრიტერიუმებს (ეტალონური შედეგები); მაკორექტირებელ უკუკავშირს.

ცოდნის სრულად ათვისების, კონცენტრირებული სწავლებისა და სასწავლო პორტფოლიოს ტექნოლოგიებში ვარაუდობენ სხვადასხვა სტრუქტურას; მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების აღრიცხვას; გაკვეთილების ბლოკებში გაერთიანებას; მასწავლებლის მოსწავლეებთან ურთიერთობის ფორმების შეცვლას, რომლებიც ხდება უფრო პარიტეტული.

საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების დიდაქტიკური ფუნქციები მიმართულია მოსწავლეთა შემეცნებითი მოქმედებების მართვაზე და ემყარება ასათვისებელი საგნის სისტემურ გაშლას, ახლობელი და პერსპექტიული სასწავლო მიზნების დაგეგმვას მათი მიღწევის ხერხებთან ერთობლიობაში.

საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების კონცეპტუალური სქემები დეტერმინირებას უკეთებს სასწავლო საგნების შემეცნებით მოძრაობას სასწავლო მასალის ათვისების შერჩეულ დონესა და სწავლების კონკრეტულ პირობებზე დაყრდნობით.

საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების კონცეპტუალური სქემები სასწავლო დისციპლინის პროგრამების მოდიფიკაციის საფუძველია.

კოლეგებისათვის ახალი ინფორმაციის, ცოდნის გაზიარება მოვახდინე ზეპირი  პრეზენტაციის სახით. მანამდე კი მივაწოდე კვლევის შედეგების, როგორც ბეჭდური, ასევე  ელექტრონული ვერსიები. კვლევის ანგარიში და შედეგები დავდე  ჩემს საგანმანათლებლო ბლოგზეც.

დამუშავებული თემის წარდგენის დროს უკუკავშირის მიზნით კოლეგებს შორის გაიმართა დისკუსია,  განხილვა, კათედრის სხვა წევრების მსჯელობა და მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საერთო, შეჯერებული  გადაწყვეტილების მიღება.

გამოვიყენეთ უკუკავშირის სხვადასხვა მეთოდი:

პირველი მეთოდი- ბლიც უკუკავშირი წრეზე, რომლის დროსაც გაიმართა  თავისუფალი და  რამდენიმე კითხვით სტრუქტურირებულ დისკუსია.

მეთოდის უპირატესობა: ვერბალური უკუკავშირის დროს უფრო ადვილია განცდების, გრძნობების, დამოკიდებულებების, შთაბეჭდილებების გამოხატვა, ვიდრე წერილობითის დროს.

მეორე მეთოდი - შეფასების კითხვარი.

1. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო...

2. ჩემთვის ცხადი გახდა შემდეგი საკითხები...

3. ჩემთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია...

4. თემის შესახებ ჯერ კიდევ დამრჩა კითხვები და მსურს, მათზე პასუხის გასაცემად დამატებითი ინფორმაცია მოვიძიო...

5. არ მომეწონა, რომ...

6. ვეცდები, გამოვიყენო შემდეგი...

კოლეგებმა გულდასმით შეავსეს შეფასების კითხვარი. ანალიზის შედეგად მივიღე გადაწყვეტილება, გამეთვალისწინებინა მათი რჩევები და რეკომენდაციები მომდევნო სამუშაოს შესრულებისათვის. მადლობას ვუხდი სკოლის ადმინისტრაციასა და ყველა იმ პედაგოგს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემი კვლევის წარმატებით განხორციელებაში.






























Comments

Popular posts from this blog

სიახლეები