Posts

საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე ცოდნის ათვისების სრულყოფის გზების ძიება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საჭიროების კვლევა საგნობრივ-ორიენტირებული ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე ცოდნის ათვისების სრულყოფის გზების ძიება რეზიუმე დღეისათვის საგრძნობლად ამაღლდა საზოგადოების მოთხოვნა სკოლისადმი, სწავლების ხარისხისადმი. სასკოლო განათლების რეფორმის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სწავლების უფრო მაღალი დონის მიღწევა ამ პროცესის ჰუმანიზაციისა და დემოკრატიზაციის საშუალებით. შეცვლილია განათლების პარადიგმა, შემუშავებულია განათლების სტანდარტები, იქმნება ახალი ვარიაციული პროგრამები და სახელმძღვანელოები. პრაქტიკაში ინერგება მოსწავლეთა პიროვნების სრულფასოვანი განათლებისაკენ მიმართული სწავლების ახალი ფორმები და მეთოდები. ახალი სისტემების მიხედვით სწავლების პრაქტიკა, რომელიც აძლიერებს მასწავლებლისა და მოსწავლის საქმიანობის ინტენსიურ თანამშრომლობას, მოითხოვს ამ პროცესის ორგანიზაციას, მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის მიზანშეწონილ მართვას. ამ პირობების დაცვის გარეშე სასწავლო პროცესის ინტენსიფიკაციას ვერ მივყავართ ეფექტურ შედეგამდე. გამოყოფილი ამოცანე...

სიახლეები

Image
მე ვარ ნინო გამყრელიძე, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის N41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე მაქსიმალურად ხარისხიანად შევასრულო. ბლოგზე თქვენ იხილავთ ჩემ მიერ შექმნილ სასწავლო რესურსებსა და სხვადასხვა სასწავლო აქტივობას. იმედია, მოგეწონებათ და კომენტარებსაც არ დაიშურებთ! ბლოგის შექმნის მიზანი: ჩემი, როგორც მასწავლებლის, საქმიანობის აღრიცხვა; ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა; ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების წარდგენა; დაინტერესებულ პირთათვის საინტერესო სასწავლო თუ განმავითარებელი რესურსების შეთავაზება; კოლეგებთან თანამშრომლობა; ჩემი სასწავლო პროექტების პოპულარიზაცია. საგანმანათლებლო ინოვაციები დღეისათვის   განიხილება , როგორც მთავარი პრიორიტეტი მთელ მსოფლიოში . სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება   როგ...